„ჩვენმა გოგომ გადარია ინდოელი დოხტურები“ – როგორია ანიტას მდგომარეობა

2 წლის ანიტასთვის შექმნილ ჯგუფში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ხშირად იდება. ამ დროისათვის იგი მშობლებთან ერთად ინდოეთში იმყოფება, უტარდება შესაბამისი კვლევები და საზოგადოებაც დეტალებს მოუთმენლად ელის:

„ჩვენმა გოგომ გადარია ინდოელი “დოხტურები”.

ზოგს, სადეზინფექციო ხსნარს მოარბენინებს და საქმიანი სახით იწმენდს ხელებს, ზოგს, ფარდის იმ ზომაზე დაყენებას “აიძულებს” თვითონ როგორც ესიამოვნება.

თუ არ ძინავს – ხატავს ძირითადად.

ინტენსიურში მყოფი პატარა ბიჭის გამოჯანმრთელების განკარგულება გასცა ხელების შესაბამისი მოძრაობებით: – “ბიჭის ფუფუა ფაფუუ”-ო .

ერთი სიტყვით, ბოლო დღეებია, როგორც მანამდე ჩვენი – ახლა უკვე, ინდოელი მედ.პერსონალის ტელეფონები გადაივსო ანიტას სხვადასხვა მოქმედებების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალით“, – წერენ ჯგუფში.

კომენტარები

სხვა სიახლეები