“ჩემი ცოლის დაქალები” ქასთინგს აცხადებს – რას წერს ეკა მჟავანაძე სოცქსელში

სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” კასტინგის მენეჯერი ეკა მჟავანაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მჟავანაძემ ახალი სეზონისთვის ქასთინგი გამოაცხადა.
“ყურადღებააა !!!
ცხადდება ქასთინგი სერიალისთვის !!!
ვეძებთ 14-16 წლამდე არტისტულ გოგოებს და ბიჭებს, სასურველია სამსახიობო გამოცდილებით.
გთხოვთ, ფოტოები (მიაწერეთ ასაკი, გამოცდელება თუ გაქვთ და საკონტაქტო ინფორმაცია) დადეთ კომენტარებში და ჩვენ დაგიკავშირდებით
გისურვებთ წარმატებას”, – წერს მჟავანაძე სოცქსელში.
ცნობისთვის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” ტელეკომპანია რ2-ზე აღარ გავა. როგორც სერიალის შემქნლებმა განაცხადეს, ახალი სეზონიდან ჩცდ ეთერში “ფორმულა კრეატივის” ტელევიზიიდან გავა.

კომენტარები

სხვა სიახლეები