„ჩემი ცოდვა შენს კისერზეა სოფო ჯაფარიძე… მკვდარზე მომატანინეთ ანტიბიოტიკები?“ – დეა ადამიას პირდაპირი ბრალდება

დეა ადამია ექიმ სოფო ჯაფარიძეს და მასთან ერთად კლინიკის სხვა ექიმებს მიმართავს და დედამისის წამებაში ადანაშაულებს:

„აი, ამ დროს უნდა ჩამომეკრა განგაშის ზარები დედააააააააა! ერთი მორგიდან მეორე მორგში გადაგიყვანე… მაპატიე დედაააააააააა! ჩემი ცოდვა შენს კისერზე სოფო ჯაფარიძე და მაიკო დემურიშვილო, სად გადამაყვანინეთ დედაჩემი! არც მესამე აღმოჩნდა გადამრჩენი კლინიკა!

რატიანმა უკვე მკვდარი გადმოიყვანეთ ჩემთანო… აბა, რისთვის გეწვინათ 14 დღე რეანიმაციაში? ან ანტიბიოტიკი რისთვის მომარბენინა ვინმე ნუნუკა ლაბაძემ, 15 ფლაკონი „ტიგეციკლინი“ 50მლ? მკვდარზე მომატანინეთ? არავის შეგრჩებათ ჩემი დედის წამება… არც მისი სიცოცხლეშივე წამება და არც მისი უკვე გვამის წამება!“ – წერს მედეა ადამია.

კომენტარები

სხვა სიახლეები