“ჩემი შვილის ნათლიისთვის თვალებს დავკორტნი ნებისმიერს” – ვის და რატომ დაუპირისპირდა თეონა კონტრიძე ქეთა თოფურიას “ინსტაგრამზე”

მომღერალმა ქეთა თოფურიამ “ინსტაგრამზე” საქმროსთან, ლევ დენგოვთან ერთად ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ქეთას ერთერთმა “ფოლოვერმა” დაწერა, რომ დენგოვი ალფონსს ჰგავს, რასაც მომღერალი თეონა კონტროძე გამოეხმაურა.

თეონა კონტრიძემ მამაკაცს, რომელიც ლევს აკრიტიკებდა, “შურიანი” და “სულელი” უწოდა. „ჩემი მეგობრისა და ჩემი შვილის ნათლიისთვის თვალებს დავკორტნი ნებისმიერს, ქალს თუ კაცს“, – დაწერა კონტრიძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები