“ჩემი შველა ვიცი, რომ მხოლოდ თქვენშია” – 2 მცირეწლოვანის დედას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

2 მცირეწლოვანი შვილის დედა, 28 წლის სალომე ხარებავა, ლეიკემიას ებრძვის. მას ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროება, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებულია. ოჯახს ოპერაციის დაფინანსების სახსრები არ აქვს და საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვს.

“ერთ დროს და სულ ცოტა ხნის წინ, მეც ჯანმრთელი ვიყავი. არ ვიცით, რა დაგვემართება წინასწარ. ახლა ძალებს ვიკრებ დავწერო აზრიანად, რადგან არ მაძლევს ტკივილები ამის საშუალებას. გული, კუჭი, გვერდები, ნეკნები, სახსრები ყველაფერი მტკივა, დამეხმარეთ ხალხო, გააზიარეთ, მოიწვიეთ მეგობრები. ნუ ფიქრობთ, რომ თქვენი 2 და 5 ლარი არაფერია. მიჭირს თხოვნების წერაც, საუბარიც, მაგრამ სიცოცხლე იმდენად გწყურია ყველა ნაბიჯს აბიჯებ …” – წერს სალომე ხარებავა სოციალურ ქსელში.

დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე – 09 01 200 127.

თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვის მოცემულია ანგარიშის ნომერი; დანიშნულებაში მიუთითეთ – სალომე ხარებავა.

საბანკო რეკვიზიტები:

TBC bank
GE02TB7089245064300006 – მადლენა ჩოგოვაძე

საქართველოს ბანკი
GE71BG0000000760794200 – მიმღები მადლენა ჩოგოვაძე

ამასთან, სალომე ხარებავას მეგობარი, სოციალურ ქსელში, მისივე მიმოწერას ასაჯაროებს და წერს:
“საღამო მშვიდობისა მეგობრებო, იმედია, სალომე არ გამიბრაზდება.. უბრალოდ, სხვა გზა არ მაქვს, უნდა წაიკითხოთ თქვენც”

კომენტარები

სხვა სიახლეები