თბილისის მერი, კახა კალაძე საზოგადოებას პასუხობს, რომელიც ანუკი არეშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა – კერძოდ, იმყოფებოდა თუ არა დიზაინერი კარანტინში, როდესაც ის იტალიიდან დაბრუნდა.
კალაძის განცხადებით, მისი მეუღლე იტალიიდან ვირუსის აფეთექბამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა.
“ჩემი მეუღლე იმ პერიოდში არ იმყოფებოდა მილანში, როდესაც ვირუსი აფეთქდა, მანამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა. თუ არ ვცდები, 21-ში დატოვა იტალია, ზუსტად არ მახსოვს, თუმცა რამდენიმე დღით ადრე, სანამ ვირუსი აფეთქდებოდა“, – განაცხადა მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.