“ჩემი „კოვიდ 19“ და ეზუგბაიას ბრილიანტები!” – გამოჯანმრთელებული პაციენტის ემოციები (ფოტო)

კორონავირუსიგან გამოჯანმრთელებული მოქალაქე, თამარ ჯაფარიძე სოციალური ქსელის საშუალებით ინფექციური საავადმყოფოს ექიმებს, ხელმძღვანელს – მარინა ეზუგბაიას მადლობას უხდის და მათ ემოციურ პოსტს უძღვნის.

“ჩემი „კოვიდ 19“ და ეზუგბაიას ბრილიანტები!
ტემპერატურა 37,5, ერთდღიანი ეპიზოდური ხველა და ბრახხხხხხ!
შოკი!
PCR -ის ტესტი ადასტურებს კორონავირუსს!
პალატა N14 ინფექციურში; ჩემგან დაინფიცირებული ჩემი ოჯახის წევრი, ჩემი სული და გული, დოდოც ჩემთან ერთად.
… და დაიწყო!
თეთრი სკაფანდრებით აღჭურვილი პროფესიონალთა გაწრთვნილი რაზმი თავს გვახვევია.
კომპიუტერული ტომოგრაფია, სისხლის ანალიზები, კარდიოგრამა, სატურაცია, ტემპერატურა, არტერიალური წნევა, პულსი, სუნთქვა, გუნება-განწყობის კონტროლი….
მერე ისევ განმეორებით…
ისევ მუდმივი კონტროლი…
სამედიცინო პერსონალი კი არა, ნამდვილი ბრილიანტები არიან!
ისე გვექცევიან, თითქოს, მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ მათი პაციენტები; არადა, გადავსებულია ინფექციური.
სამჯერადი, უგემრიელესი დიეტური კვება… პალატის და ინვენტარის ყოველდღიური დეზინფექცია…
ყველა ექიმის ტელეფონის ნომერი გვაქვს, ყველას სახელი და გვარი ვიცით; ათას შეკითხვაზე- ათასი ამომწურავი პასუხი; მათ ყოველ სამ სიტყვაში ერთი – „გენაცვალე!“
ჩვენი მკურნალი ექიმი ახალგაზრდა ბრილიანტი, ნინო ტავლალაშვილი. მას წამწამებით ვცნობდი. იმედსა და ბედნიერებას ასხივებს თეთრი სკაფანდრიდან; თავისი საქმის შემდგარი პროფესორია. თურმე, ულამაზესი ყოფილა, ახლა „ფეისბუქში“ აღმოვაჩინე!
ქალბატონ მარინა ეზუგბაიას სხვა ბრილიანტებიც მინდა, გაგაცნოთ: გიორგი ბეიტრიშვილი,- გია ექიმი, განყოფილების უფროსი; უფროსი ექთანი მაია ფანცხავა; ექიმები ციური ჩოხელი, თამარ ყუშიტაშვილი, მარინა ადამია, ნანა ოქროსცვარიძე; (ხომ გითხარით, ოქრო და ბრილიანტები არიან მეთქი!). ექთნების რაზმი: ასმათ დემეტრაშვილი, დარეჯან შავიძე, მაია ბასილაშვილი, ლაურა კირვალიძე, სანიტრები, კურიერები, ყველანი ბრილიანტები.
16-დღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, მოგვახარეს – „გილოცავთ, გამოჯანმრთელებული ხართ!“
ჩემო მეგობრებო, მინდა, იცნობდეთ მათ და ასევე იცოდეთ, რომ სრულიად საიმედო ხელშია ქართული მედიცინა; რაც მართლაც კარგად გამოავლინა კორონავირუსის ეპიდემიამ. ისინი-24 საათიან, დამქანცველ რეჟიმში მართავენ პროცესებს, აქვთ სათანადო ცოდნა და გამოცდილება, ახარებთ გამოჯანმრთელებული პაციენტების სიმრავლე, უყვართ ადამიანები.
უღრმესი მადლობა თითოეულ ამ ადამიანს. ჯანმრთელობასა და წარმატებებს ვუსურვებ მათ საპატიო სამსახურში.
ახლა სახლში ვართ ჯანმრთელები და პირველი, რაც გავაკეთე, ეს სამადლობელი წერილი დავწერე.
ყველას ურყევ ჯანმრთელობას გისურვებთ!
მიყვარხართ!
თქვენი თამო ჯაფარიძე
30.09.20.

 

ნინო ტავლალაშვილი ინფექციური სავადმყოფოს ექიმი

კომენტარები

სხვა სიახლეები