ჩემი იდეალი რისკთან პარტნიორობაა, – რას წერდა შალვა აბულაძე ფეისბუქის პირად გვერდზე

 პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე, რომელიც სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს, სოციალურ ქსელში სხვადასხვა სტატუსებს აზიარებდა. “კვირა” გთავაზობთ ფეისბუქზე მის მიერ სხვადასხვა დროს გავრცელებულ მოსაზრებებს: 2014 წლის 24 ივლისი: “რა თვისებების გამო იმსახურებს ადამიანი საყოველთაო, ჯგუფურ მოწონებას ანუ ხდება სოციომეტრიული ვარსკვლავი? ასეთი ადამიანი უნდა ეხმარებოდეს ჯგუფის წევრებს, ხაზს უსვამდეს მათთან თავის მსგავსებას, კომუნიკაციაში იმყოფებოდეს ჯგუფის რაც შეიძლება მეტ წევრთან, ახლოს იყოს მათთან და ენა უჭრიდეს”. 2014 წლის 24 ივლისი: “ადამიანმა ბევრად უკეთესად იცის რას გრძნობს და ბევრად უარესად, რა არის მისთვის სასარგებლო”. 2014 წლის 21 ივნისი: “სამი მტერი: მფლანგველობა, დაბნეულობა, განწყობა”! 2014 წლის 14 ივნისი: “ყველაფერი ზედმეტი იაფი არ არის, და ის რაც არ გჭირდება, თუნდაც ერთ გროშად იყიდებოდეს – ძვირია”. 2014 წლის 25 ოქტომბერი: “არა საკუთარი ცალკე გზით სიარული, არამედ წარმატების ისტორიების შექმნა ერთგულ მეგობრებთან და საქმიან წრეებთან ერთად” 2014 წლის 25 ოქტომბერი: “ჩემი იდეალი რისკთან პარტნიორობაა”!!!!!!!!!!!!!!!! 2014 წლის 25 ოქტომბერი: “ძალა მდგომარეობს სხვა რომელიმე საგნის ამოძრავების უნარში. ძალის სისუსტე ისაა, რომ ძალის მეტი არაფერი სწამს”, – წერდა აბულაძე ფეისბუქზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები