,,ჩემი თხოვნაა, არ უყურონ გადაცემას მოზარდებმა“ – გია ჯაჯანიძე მაყურებელს მიმართავს

„გადაცემა იქნება ძალიან ხმაურიანი, ძალიან საინტერესო და ძალიან საშიში“, – განუცხადა გია ჯაჯანიძემ „ნიუპოსტს“. მისივე თქმით, – „ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან დიდი დრო გვჭირდება იმისთვის რომ რამე სერიოზული ნაბიჯები გადავდგათ“. „სხვა რაკურსის“ სტუმრები 17 მაისზე ისაუბრებენ. ხმაური სწორედ გადაცემის ანონსს მოჰყვა.

გია ჯაჯანიძე: „ეს ამბავი იმიტომ არის ატეხილი, ვისაც რა უნდა იმას ხედავს, ობიექტურად კი ვერ უყურებს, ანუ აქ არის ლაპარაკი, რომ არ უნდა იყოს ძალადობა. ზარალდება ყველა – საზოგადოება, ეკლესია, „ლგბტ“ და რაც მთავარია საქართველოს რეპუტაცია ყველა მხრიდან. აქედან გამომდინარე არის დებატები. ერთადერთი ჩემი სურვილი და თხოვნაა რომ გადაცემას არ უყურონ მოზარდებმა.

-ძალიან გაკრიტიკებენ სტუმრების გამო, ბევრს არ მოსწონს შენი სტუმრები, რატომ იწვევს ამათ გადაცემაშიო

-კაცო, ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, კონრეტულად ვინც მაკრიტიკებს სტუმრების გამო, მე რომ მოვიწვიო ის სტუმრები, რომელიც მას უნდა, მერე იმ სტუმრების გამო სხვა გამაკრიტიკებს. ვინ უნდათ კონკრეტულად მითხრან, ძალიან მაინტერესებს.
-ბევრი ბრაზობს „ლგბტ“-ს პროპაგანდას უწევსო, ზოგიერთი პირიქით ჰომოფობიას ავრცელებსო, რომელია მართალი?
-ეს როგორ? „ლგბტ“-ემ ორჯერ მიჩივლა უკვე… არც ერთს ვაკეთებ და არც მეორეს, მე ვაკეთებ გადაცემას და ვაჩვენებ ხალხს საქართველოს რეალურ სახეს.

– ისევ ალაპარაკდნენ – ჯაჯანიძემ გადაცემა უნდა დახუროსო, ბოლოს ხომ არ იმოქმედებს ეს და მართლა ხომ არ მოგიწევს გადაცემის დახურვა?
-ვაიმეეე ნეტა დახურონ… დახურავენ და მაგათი გულებიც გაბრწყინდება… ეგენიც დაისვენებენ და მეც დავისვენებ. გულწრფელად გეუბნებით ერთადერთი ვღელავ ეს ჩემი მლანძღავი ხალხი რომ ნერვიულობს, მეტი საქმე არაფერი აქვთ? რატომ უყურებენ?.. ოღონდაც არ იღელვონ და არაფერს დავეძებ…

წყარო: http://w.dainteresdit.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები