კორტნი მინა – მე ჩემს სხეულში თავს ქალღმერთად ვგრძნობ (ფოტოკოლაჟი)

ბლოგერმა კორტნი მინამ, თავისი სხეულის ზომის მიუხედავად, ინტერნეტში სურათები გამოაქვეყნა, სადაც საცვალშია გამოწყობილი. კორტნის თქმით, „მას საკუთარი თავი ისეთი უყვარს, როგორიც არის“.

გოგონას თქმით, ის სახლში, ძირითადად, საცვალში და გვირგვინით დადის და მას ძალზე აინტერესებდა, თუ რა რექციას გამოიწვევდა ინტერნეტში მისი სურათების გამოქვეყნება.

„ჩემი სხეული უნიკალური ფორმისაა, ის დიდია, ბუნჩულა, გემრიელი და ქალური. მე ის ძალიან მომწონს და ამიტომ მინდა სხვებსაც ვაჩვენო“, – წერს კორტნი „ინსტაგრამში“. ერთ-ერთ სურათზე, სადაც მას თავზე ბრწყინვალე დიადემა ახურავს, კორტნი წერს – „მე ჩემს სხეულში თავს ქალღმერთად ვგრძნობ“.

კომენტარები

სხვა სიახლეები