შვილმა მითხრა, გვარის შეცვლა მინდა, არ მინდა, ბოროტი ქალის შვილი ვიყოო”- ნანა კოსტავას პირველი კომენტარი

ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ მედიასთან რამდენიმედღიან დუმილი დაარღვია. ის მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია უხერხულ და გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა, რის გამოც “ქართულ ოცნებასა” და საქართველოს მოსახლეობას ბოდიშს უხდის. კოსტავას თქმით, მისი დაუფიქრებელი Facebookპოსტის გამო ოჯახმა დიდი დარტყმა მიიღო.
“ძალიან განერვიულებული ვარ, ლამის გადავყევი ამ ამბავს. აღარანაირ თანამდებობას   ვიკავებ, არც ფრაქციის ხელმძღვანელი ვარ და არც გენდერული საბჭოს წევრი. ერთადერთი, რაც მაჩერებს, ჩემი ერთგული ამომრჩეველია, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე მერიასთან დგას. მე  რომ “ოცნების“ გვერდით დავდექი, მაშინ ბარე ორს ეშინოდა. ერთ-ერთმა პირველმა “ქართული ოცნების“ მაისური მე ჩავიცვი, ის მაისური, სხვათა შორის, ბერამ მაჩუქა. ძალიან მიყვარს ეს გუნდი და არასოდეს ვიქნები ამ გუნდის მოღალატე და ყოველთვის ვიბრძოლებ მათთან ერთად. მე დავუშვი შეცდომა და თანაგუნდელები უხერხულ  და გამოუვალ მდგომარეობაში ჩავაყენე. დამიცვან, ვაი, არ დამიცვან და, ვუი. ოჯახმა დიდი ბულინგი მიიღო. ჩემმა 11 წლის ბავშვმა მითხრა – დედიკო გვარი რომ შევიცვალო, არ შეიძლება, არ მინდა, ბოროტი ქალის შვილობაო”, – განაცხადა ნანა კოსტავამ “პრაიმ ტაიმთან” საუბრისას.

ნანა კოსტავას სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა გამოიყენა, რასაც საზოგადოების გაღიზიანება მოჰყვა. დეპუტატი მალევე ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენეს და გენდერული საბჭოდან გარიცხეს. სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია კი მისი თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს.

წყარო: “პრაიმ ტაიმი”

კომენტარები

სხვა სიახლეები