“შვილიშვილებს მოვატყუებ, ასეთი ვიყავი 30 წლის ასაკში-თქო” – რა ფოტოს აქვეყნებს ნუკი კოშკელიშვილი

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი იუბილარია – ის 30 წლის გახდა. ტელეწამყვანმა “ინსტაგრამზე” საკმაოდ თამამი ფოტოც გამოაქვეყნა წარწერით – “მერე რა, რომ 30”.

“ავოეეეე, 30! დედას გეფიცებით, ასე მგონია, გუშინ ვიყავი 16-ის და უამრავი მიზანი და გეგმა მქონდა, სად წავიდა ამდენი წელი??? როგორ გაირბინა ასე მალე?? აქ დიდი ხანია, მამაკაცები აღარ არიან, მხოლოდ გოგოებს გეჭორავებით, ამიტომ ეს ფოტოც არ გამოიწვევს აჟიოტაჟს, ისეთი დაფოტოშოპებულია მაინც, გინდ ჩემი ფოტო დამედო და გინდ – სხვისი. არა უშავს, დრო გავა, შვილიშვილებს მოვატყუებ, ასეთი ვიყავი, ბებია, 30 წლის-თქო😜. ადრე მეგონა, 25-ს რომ გადაცდებოდი და არ იყავი გათხოვილი, შინაბერა იყავი 30 და ჯერ უშვილო ხომ – მით უმეტეს, დიდი ამბავი იყო. საზოგადოება გვიწესებს ფარგლებს. დრო შეიცვალა და იმედი მაქვს, 25-30 წლის გოგოები ასე აღარ ფიქრობენ. ახლა ვიხსენებ, 20 წლის საკმაოდ ჩამოუყალიბებელი ვიყავი, ბევრჯერ მითქვამს თქვენთან, ყველა ქალს სხვადასხვა ასაკი უხდება-თქო. მე არ ვიყავი მაინცდამაინც მშვენიერი ადრე, ახლა უფრო ვიხვეწები და ნელ-ნელა ისეთი ვხდები, როგორიც – მინდა, უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს ჩემს სხეულში. ეტყობა, ჩემი “ოქროს ხანა” ახლა იწყება. სამწუხაროდ, ბუნება მებრძვის, გინდა-არ გინდა გრავიტაცია თავისას შვება და ყველაფერი უფრო გეწელება და ფორმაში ყოფნაც უფრო რთული ხდება, ზოგადად, მოტივაცია გიმცირდება. მინდა, უფრო სერიოზულ ამბავზე დაგელაპარაკოთ.. მიზნების დასახვა და მიზნებისკენ სწრაფვა ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ, დაიწყოთ. მხოლოდ გარეგნობაზე არ მაქვს საუბარი, გარეგნობა მეორე და, საერთოდ, მეასეხარისხოვანია. ზოგი გათხოვდა 15 წლის და განათლება ვერ მიიღო, ახლა კი ნანობს და ფიქრობს, გვიანია. გვიანი არასდროს არის!! ზოგი იძახის – დედა ვარ, ცოლი, რაღა დროს ჩემი ცხოვრებაა, უნდა მივხედო ოჯახს. რატომ, კაცო? ერთი მეორეს რას უშლის? ჩვენი ჭია არ უნდა გავახაროთ?!. მინდოდა, ეს, თითქოს და, პროვოკატიული ფოტო ყოფილიყო ბევრი ქალისთვის, ვინც ჩემსავით განიცდის ასაკის მომატებას, ცვლილებებს, გარდაქმნას, სტიმული. მერე მივხვდი, რომ ძალიან აშკარად გალამაზებული ვარ და ისე რა სტიმულია, უფრო ტყუილი გამოდის. 🤷🏼‍♀️ მაგრამ ის შემიძლია, გითხრათ, გული არ იცვლება, 30-90 წლისას ისევე გინდა ბედნიერება, როგორც  – 16 წლის რომ იყავი. მე ველაპარაკები ყველა ასაკის ქალს! არ ვიცი, 50 წლის რომ გავხდები თუ შევძლებ ასეთი ფოტოს გადაღებას, მაგრამ დღეს ვარ 30-ის და ზუსტად ვიცი, ცხოვრებაში კიდევ ბევრია გასაკეთებელი, სანახავი 🤪ასაკი მხოლოდ ციფრებია, 30 კი ახალი 20-ია! 😎 ყველაფერი წინ არის!”.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები