შესაძლოა, Facebook-მა პიროვნების შესახებ “ქვიზები” შეზღუდოს

Facebook-მა პიროვნების შესახებ ქვიზები შესაძლოა შეზღუდოს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
კომპანიამ თავისი პლატფორმის პოლიტიკა განაახლა და განაცხადა, რომ ნაკლები სარგებლობის მქონე აპლიკაციები, მაგალითად, პიროვნების შესახებ “ქვიზები”, პლატფორმაზე შესაძლოა არ დაიშვას.
“ქვიზების” აპლიკაციები აკრძალული არ არის, მაგრამ, ისინი ამიერიდან უფრო ყურადღებით შემოწმდება. გარდა ამისა, კომპანიაში აცხადებენ, რომ აპლიკაციები Facebook-ისგან ვეღარ მიიღებს ისეთ მონაცემებს, რომლებიც რეალურად არაფრის მომცემია.

კომენტარები

სხვა სიახლეები