შერლოკ ჰოლმსის, იგივე ბენედიქტ კამბერბეჩის ამაღელვებელი წერილი თოვლის ბაბუას

სასწაულებისა და სურვილების ახდენის მოზრდილებსაც სჯერათ – არც ცნობილი მსახიობი ბენედიქტ კემბერბეჩია გამონაკლისი. მან ბრიტანელ თოვლის ბაბუას ინსპირაციული წერილი მისწერა.

” ძვირფასო, თოვლის ბაბუა!

რა გაეწყობა, მეგობარმა მთხოვა, შენთვის წერილი მომეწერა… უნდა გამოვტყდე, რომ სათქმელზე ბევრი ვიფიქრე. პირველ რიგში, იმიტომ, რომ როგორც მოზრდილების უმრავლესობა, თავს უხერხულად ვგრძნობ, როცა რაიმეს გთხოვ – ჩვენი დრო ხომ უკვე დიდი ხანია გავიდა. ახლა ხომ საჩუქრებს თავად ვჩუქნით საკუთარ თავს, განვსაზღვრავთ ჩვენს ბედისწერას, ჩვენს ქმედებებზე პასუხს თავად ვაგებთ და ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც ჩვენ შევქმენით.

დროს უკან ვეღარ დავიბრუნებთ და ვერ შეგთხოვთ ეკოლოგიაში ან მიგრაციის კრიზისში დაგვეხმარო, ვერც ჯანდაცვის, განათლების გამოსწორებას, ვერც ღარიბებისთვის საკვებს, ადამიანთა უფლებების დაცვას, ფუნდამენტალიზმსა და ომში თანადგომას შეგევედრებით.
თუმცა ღმერთმა იცის, რომ ამ ყველაფრის გასამკლავებლად დახმარება ნამდვილად გვჭირდება.

ამით არ ვგულისხმობ, რომ თანადგომა არ შეგიძლია – შენ ძალიან კარგი ხარ. მიუხედავად იმისა, რომ შენი კოსტიუმის ფერი კორპორაციული მოგების სასარგებლოდ იცვლებოდა და, მიუხედავად იმისა, რომ ძველი რიტუალები ძალიან შორს დგას სპონტანური სურვილებისგან – როგორიცაა მფრინავი „სკეიტი“ („ჰავერბორდი“)…

მოზრდილები დროს ფუჭად გაკარგვინებენ, შენი არსებობის მიზანი კი ეს არ არის. შენ ბავშვებს სჭირდები. ბავშვებს, რომლებსაც ამ სამყაროში პატარა სასაწულები სჭირდებათ, სამყაროში, სადაც მოზრდილთა ცივი შეგნებითა და წინააღმდეგობებით, უდანაშაულობასა და პასუხისმგებლობას შორის საზღვრები თანდათან იშლება.

აი, რა მინდოდა შენთვის მეთხოვა – ცოტა უფრო მეტი დრო იმისთვის, რომ ბავშვები ბავშვებად დარჩნენ, ზღაპრული – ჯადოსნური სამყარო და თამაშები დიდხანს გაგრძელდეს მათთვის. მოარიდე ისინი ამ შეშლილ სამყაროს, რათა სიცილი შეძლონ და არ იტირონ.

განსაკუთრებით ისინი, ვისაც ოჯახის წევრებზე ზრუნვა უხდება, დაავადებებით იტანჯება, შიმშილის ან სიღარიბის მსხვერპლია. გთხოვ, სიხარულითა და იმედით გაანათე მათი ცხოვრება.

როცა დავფიქრდები, რამდენად გიჭირს ამ ყველაფრის ატანა, ვხვდები, რომ ალბათ არ ღირს შუქურიანი ხმალი გთხოვო (რაც, სხვათა შორის, არასდროს მქონია), რითიც დროისა და სივრცის კონტროლს შევძლებ და ბავშვობის სიხარულს გავიხსენებ.

შენ სასწაულების ახდენის იმედს აძლევ ყველას, ვინც წერილს გწერს და მომავლის უკეთესობისკენ შეცვლის იმედით იძინებენ. შენ კარგი ქცევისკენ უბიძგებ, ცუდი საქციელის დაუყოვნებლიბ გამოსწორებას ითხოვ. გაიხსენე ის მილიონობით ბავშვი, რომელიც წერა-კითხვის უცოდინარობის გამო წერილს ვერ გწერს. შეისმინე მათი თხოვნა, მიეცი დრო და შანსი, ვიდრე წერა-კითხვას ისწავლიან, ცხოვრება გაიუმჯობესონ და სიღარიბეს თავი დააღწიონ.

შენი ცოტათი მრცხვენია კიდეც. ვფიქრობ, სწორედ ის გავაკეთე, რის გაკეთებაც შეგპირდი – მოზარდთა საკითხებში დახმარება და იმ მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტა გთხოვე, რომლებსაც ბავშვები ხშირად აწყდებიან. მე კი გპირდები, რომ ღვინოსა და ღვეზელების ჭამას თავს დავანებებ.

სიყვარულით, ბენედიქტი.

P.S. და ახლა შეგიძლია, შუქურიანი ხმალი მომიტანო? გთხოვ”.

წყარო:http://www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები