“შენს მეგობარ ზარდიაშვილზე თუ გული გწყდება”… – ეკა ბესელიას პასუხი “იმედის” ჟურნალისტს(ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა რა დროსაც ეკა ბესელიამ უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს დაარტყა და შემდეგი სიტყვებით მიმართა – “შე ნაძირალა რამდენი ხანია გითმენ”.
დაპირისპირება ვანო ზარდიაშვილის მიერ ბესელიას მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო მოხდა, რაც კერძოდ ქრთამის აღების ფაქტს ეხებოდა.
სესიის დასრულების შემდეგ კი “იმედის” ჟურნალისტმა ეკა ბესელიას კითხვით მიმართა იყო თუ არა ლეგიტიმური ის რამაც სესიაზე ბესელიასა და ზარდიაშვილის დაპირისპირება გამოიწვია.
ამ კითხვამ კი პარლამენტარი ძალიან გააღიზიანა და ჟურნალისტს მოუწოდა ნუ დაიცავდა ზარდიაშვილს და მაშინ დაესვა კითხვები, როდესაც მისი ტელევიზია „ქართული ოცნების“ წნეხისგან განთავისუფლდებოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები