“შევიკრიბეთ 15 ჯანმრთელი ადამიანი სრული წესების დაცვით..” – სოფო ბედია

მომღერალი სოფო ბედია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც ჩანს, როგორ ცეკვავენ და მღერიან რესტორანში ცნობილი სახეები. მომღერლის თქმით, ის რეგულაციებს არ არღვევს და აღნიშნული ვიდეო მეგობრის დაბადების დღეზეა გადაღებული.

“რეგულაციებს არ ვარღვევ და კანონმორჩილი ადამიანი ვარ! კორონა 3 თვის წინ გადავიტანე ( საკმაოდ მსუბუქად), იზოლირებულად და ყველანაირი წესის დაცვით! საფრთხეს არ წარმოვადგენ არავისთვის და არც არასოდეს შევუქმნი პრობლემას! 30 მარტს ჩემი მეგობრის, ცირა ბზიშვილის დაბადების დღე აღვნიშნეთ ვიწრო წრეში! შევიკრიბეთ 15 ჯანმრთელი ადამიანი სრული წესების დაცვით, 5 კაცი ვისხედით თითო მაგიდასთან! 7:50 წუთზე დავიშალეთ! ბოდიში ახლა, თუ ვიმღერეთ და ვიცეკვეთ! ჩვენი გართობა გახდა სალაპარაკო, ისედაც ცხოვრება მოგვბეზრდა, ისეთ რეალობაში ვართ! შეიხედეთ, სხვა რესტორნებში რა ხდება და არავისგან გამორჩეულად არ აღგვინიშნია! ძალიან ცუდია, გადაუმოწმებელ ინფორმაციას ასეთი ცუდი სახით რომ აშუქებენ!!! და სადღაც კლუბში აზელილ სიტუაციას რო ამონტაჟებენ ჩვენთან ერთად!!!”, – წერს სოფო ბედია.

კომენტარები

სხვა სიახლეები