შამანებმა აქლემის შეწირვით რუსეთისა და რუსი ხალხის გაძლიერების რიტუალი ჩაატარეს (+18ვიდეო)

რუსეთში ბაიკალელმა შამანებმა უძველესი რიტუალი „ჟენ ტერგენი იაბა“ ჩაატარეს. რიტუალის დანიშნულებაა რუსეთისა და რუსი ხალხის გაძლიერება. რიტუალის პროცესში შამანებმა მოკლეს აქლემი.
რიტუალის მონაწილეთა თქმით აქლემი შეირჩა იმის გამო, რომ ის ყველაზე ძლიერ მოქმედ შესაწირად ითვლება და სხვა შესაწირები სასურველ შედეგს ვერ მისცემდნენ. მათ სურთ, რომ ყველაფერი “ხუთიანზე” იყოს. 5 ბალიანი შკალით კი აქლემი 5 ქულიანი შესაწირია. „აქლემის შეწირვა უდიდეს პატივად ითვლება. რატომ შევარჩიეთ მაინცდამაინც აქლემი? – იმიტომ რომ ჩვენთან ციფრი 5 ითვლება წარმატებულ ციფრად. სკოლაში უმაღლესი შეფასებაა 5, ჩინოვნიკები ხუთიანზე უნდა ასრულებდნენ თავიანთ საქმეებს, ქმარს უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი ოჯახში, ცოლს კი თავისი. შესაბამისად ჩვენც გადავწყვიტეთ რომ ჩვენი საქმე ხუთიანზე შეგვესრულებინა და ღმერთს შევწირეთ ყველაზე საპატივცემულო შესაწირი.“ – აცხადებს ბურიატიის შამანების წარმომადგენელი.
გაფრთხილება! სუსტი ნერვების პატრონებმა, გთხოვთ არ უყუროთ ვიდეოს.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები