შალვა რამიშვილი: “ტასო ბარნოვას შევთავაზე სექსი, მაგრამ თავად მაპროვოცირა”

შალვა რამიშვილი ტასო ბარნოვას წერილზე სოციალურ ქსელში მორიგ პასუხს ავრცელებს:
“ფარული ჩანაწერი არის 30 წუთიანი და მთელი 30 წუთი ვუმტკიცებ, რომ მოხდა გაუგებრობა და თუ მას სექსი შევთავაზე, ის იყო თავად ამის მაპროვოცირებელი. რაზეც სამხარაძე ამბობს, რომ კი ეგრე იყოო. მე ვეუბნები, რომ ბოდიშს ვიხდი და მეგობრებად დავრჩეთ, თუ შენ არ გინდა მეც არ მინდა-თქო… გააგრძელე მუშაობა და შევუბეროთ საქმე ისევ, ოღონდ სექსი რომ შემოგთავაზე, შენც ხარ ამაში დამნაშავე-თქო. კიდევ ერთხელ მეთანხმება ამაში სამხარაძე. ამას თქვენ მოისმენთ, როცა ჩანაწერი გასაჯაროვდება.
მოკლედ, ჩანაწერში, ერთი “ნამიოკიც” არ არის, რომ მე მას ვავიწროებ და სექსს ვთხოვ. პირიქით, ჩანაწერში ცოტა გაოცებული ვარ იმით, რომ წინა დღეს თავად ამყვა ამ საუბარში და ახლა ყოველივე უცნაურად მიიღო. წინა დღეს კი იყო სექსზე ლაპარაკი, მაგრამ იყო ორმხრივი ბაზარი და ბაზარი სექსი – კარიერის სანაცვლოდ არ ყოფილა! ამ ჩანაწერის გაკეთებიდან ორი თვე მუშაობდა ჩემთან. მწერდა მესიჯებს… ურთიერთობდა ჩვეულებრივ. დადიოდა ჩემთან ერთად ღამის კლუბში (ამის მოწმეები არსებობენ), გვქონდა საქმიან – მეგობრული ურთიერთობა.
ბოლოს დაიწყო დისციპლინის დარღვევა, დავიბარე და ვუთხარი, ერთ-ერთ პროექტში რომ ხარ, იქ დროებით აღარ იქნები, ხოლო მეორეში გააგრძელე და შეგხედავ-მეთქი. გაბრაზდა და წავიდა. იძახის, რომ ამ ორი თვის მანძილზე ორჯერ ვუთხარი, რომ მოგეცა უფრო მაგრად იქნებოდიო, მაგრამ ამის მტკიცებულება არ აქვს. არა და რა უნდოდა. როგოც ერთხელ შემოვიდა ჩემთან ჩართული ჩამწერით, შემოსულიყო კიდევ და რომ ეთქვა,- აი, შალვა, შენ ხომ მითხარი მეგობრებად დავრჩეთ, რატომ აგრძელებ შევიწროებას. ხომ მომაქცევდა ხაფანგში? რატომ არ ქნა ეს?
მერე, აი, ეს გააკეთა იმ სულელმა. ვიმეორებ ჩანაწერს რომ მოისმენთ, რადიკალურად შეგეცვლებათ აზრი, ახლა იღლიცინეთ რამდენიც გინდათ, შალვამ ბავშვის (25 წლისაა სამხარაძე) გაუპატიურება სცადაო.
სასამართლო ყველაფერს გაარკვევს!!

კომენტარები

სხვა სიახლეები