შალვა ობგაიძე: მე ვსვამ ჩვენი “ონკანის წყალს” და მომავალშიც ამ წყლით მოვიკლავ წყურვილს

საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი და გლდანის მაჟორიტარი, შალვა ობგაიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ობგაიძის თქმით, ძალიან ბევრ შეტყობინებას იღებს, რომ ონკანის წყალი სასმელად უვარგისია, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. “ჩემო ფეისბუქმეგობრებო. დღეს, ჩემი პირადი მიმოწერის საფოსტო ყუთი გაივსო “მეგობრული” გაფრთხილებით, რომ ონკანიდან წყალი არ დაილევა თურმე. მინდა გითხრათ, რომ ჩემს ონკანში არაჩვეულებრივი წყალი მოდის და ამიტომ, ეს ტყუილი შეტყობინება (“ფეიკ-გაფრთხილება”) აღარ გამომიგზავნოთ. მე ვსვამ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი • Georgian Water and Power ჩვენი ,,ონკანის წყალს” და მომავალშიც მხოლოდ ამ წყლით მოვიკლავ წყურვილს. თქვენ კი ჩემო ფეისბუქმეგობრებო, სანამ ამ შეტყობინებას გამომიგზავნით, მანამდე იქნებ დააზუსტოთ ეს მართალია თუ ტყუილი?”- წერს შალვა ობგაიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები