„ყველა ნახვაზე ვეუბნები… დედიკო გმირი გახდი, ყველა შენს მაგარ ბიჭობაზე ლაპარაკობს და ლოცულობს..”- ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდის დედა

შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდის დედა საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის და სოციალურ ქსელში წერს:
„ყველა ნახვაზე ვეუბნები ჩემს დუნდულა ბიჭს დედიკო გმირი გახდი, ყველა შენ მაგარ ბიჭობაზე ლაპარაკობს და ყველა შენთვის ლოცულობს თქო. დარწმუნებული ვარ ესმის და სიამოვნებს ხალხნო ვერ აღგიწერთ, როგორ მაძლიერებს თქვენი ასეთი გვერდში დგომა და ამდენი ყურადღება უღრმესი მადლობა ამდენი სითბოსთვის და კეთილი სიტყვებისთვის. მე მჯერა რომ სასწაულები ხდება,“- წერს დაშავებული მოზარდის დედა.

შეგახსენებთ, 8 წლის მოზარდს შარტავას ქუჩაზე ავტომობილი 31 მარტს დაეჯახა. მისი მდგომარეოება სტაბილურია.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები