ყველა დროის 10 საუკეთესო სუნამო

1. Chanel №5, Chanel – თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი არომატი, უკვე 90 წლისაა! მადამ კოკოს დაკვეთით, Chanel №5 ბატონმა ბომ შექმნა, მან მოდის კანონმდებელს ასარჩევად 10 არომატი შესთავაზა, კოკომ მეხუთე ესენცია აარჩია, ლეგენდარული სუნამოს სახელწოდება სწორედ აქედან წამოვიდა.
არომატის ზედა ნოტებს შეადგენენ: ალდეგიდები, ნეროლები, ილანგ-ილანგი, ბერგამოტი, დალიმონი. სურნელის შუაგულში თავმოყრილია ყველაზე ქალური ნოტები: ირისი, იის ფესვი, ჟასმინი, ლანდიში და ვარდი, საბაზოში კი, ამბრა, პაჩული, მუსკუსი, ვივერა, ვანილი, ვეტივერი.
როდესაც 1954 წელს ამერიკელმა ჟურნალისტმა მერილინ მონროს კითხა, რას იცმევდა, როდესაც დასაძინებლად წვებოდა, მსახიობმა უპასუხა: „Chanel №5“-ის რამდენიმე წვეთს“ – ეს ამ სუნამოს საუკეთესო რეკლამა იყო.

2. Poison, Christian Dior – 1985 წელს ამ საკულტო არომატის გამოჩენა, ისეთივე ხმაურიანი გამოდგა, როგორც სტილი new look-ი, რომელიც მაესტრო დიორმა ნახევარი საუკუნით ადრე შექმნა.
ეს გულახდილი არომატი ედუარდო ფლეშიერმა გამოიგონა, მან საზოგადოება უბრალოდ, აღაფრთოვანა, ეს გახლავთ ძლიერი, სურნელოვანი, მგრძნობიარე და საკმაოდ გამძლე პარფიუმი! გეგონებათ, ეგზოტიკური ყვავილებისა და სამოთხის ხილის წვიმაში მოყევით: ჟოლოს, კასიის, შავი მოცხარის, ამბრის ნოტები ერთმანეთს ორგანულ სიმფონიის მსგავსად, ერწყმიან. Poison ხმაურიანი და ვნებიანია.

3. Youth Dew, Estee Lauder – პირველი ამერიკული სუნამო, რომელმაც მსოფლიო მოხიბლა.1950 წელს მადამ ლაუდერმა გადაწყვიტა, ისეთი არომატი შეექმნა, რომლის გამოყენებაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში იქნებოდა შესაძლებელი, ასევე, მას სურდა, პარფიუმერია, ყველა ქალბატონისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გაეხადა.
1952 წელს ბაზარზე აბაზანის ზეთი Youth Dew გამოჩნდა, ხოლო შემდეგ წელს ამავე დასახელების სუნამოც გამოვიდა.
Youth Dew ყვავილოვან-ამბრული სურნელია, ის განკუთვნილია თავდაჯერებული ქალბატონებისთვის, რომლებმაც საკუთარი თავის ფასი იციან. ზედა ნოტები ფორთოხლის, ბერგამოტის და ატმისგან შედგება, მათ შედარებით „მორცხვი“ ყვავილები მოსდევს, ისეთები როგორებიცაა- გიაცინტი და გვირილა.. შუაგლიში შეხვდებით ვარდს, ჟასმინს, ორქიდეას, დარიჩინს. საბაზო არომატი კი მიღებულია ვეტივერის, პაჩულის და ოპოპაქსის შერწყმით.

4. L’Air du Temps, Nina Ricci – ფრანგული მოდის სახლის საკულტო არომატი 1948 წელს შეიქმნა.
ნინა რიჩის ვაჟი, რობერტი სამოსზე მეტად არომატების მიღებით იყო დაინტერესებული, მას სურდა, ამ პარფიუმით ქალბატობენისთვის სიხარული, უდარდელობა და სიმშვიდე მიენიჭებინა.შექმნელების იდეას პარფიუმის ფლაკონიც კი გამოხატავდა – მის თავსახურზე დეკორატიული მტრედებია გამოსახული.
ჟასმინი, ვარდი და ია არომატს ახალგაზრდობისა და რომანტიზმის სულს ჩუქნის, სანდალი, მუსკუსი, ამბრა და კედრი კი, კეთილდღეობის, სტაბილურობისა და თავდაჯერებულობის განცდას ანიჭებენ, თუმცა, არომატის ზუსტი ფორმულა დღემდე უცნობია.

5. Shalimar, Guerlain – ლეგენდარული პარფიუმი 1921 წელს შექმნეს, მაგრამ ფართო მასებმა ის მხოლოდ 4 წლის შემდეგ იხილეს. ეს პარიზში მდებარე დიდ სასახლეში მოხდა. კლასიკური აღმოსავლური სუნამო ჟაკ გერლენმა წარმოადგინა, 20-იან წლებში პარიზში აღმოსავლური მოდა იყო დამკვიდრებული, ამიტომ, არომატზე მუშაობისას, გერლენი შთაგონებას პრინცესა მუმტაზ-მახალისგან იღებდა, ეს ის პრინცესაა, რომლისთვისაც მეუღლემ, შახმა ჯახანმა ტაჯმაჰალი – სიყვარულის ტაძარი ააგო.
პარფიუმერული კომპოზიცია იხსნება მანდარინის, ლიმნის, კედრისა და ბერგამოტის არომატებით, შუაგულში თავმოყრილია ირისის, ჟასმინის, მაისის ვარდის, ვეტივერის ნოტები, ამაღელვებელ ბაზას რაც შეეხება, ის სანდალის ხის, ოპოპონაქსის, ცივეტას, ვანილისგან შედგება. მოკლედ, ნამდვილი აღმოსავლური ზღაპარია!

6. Opium, Yves Saint Laurent – ამ ლეგენდარულ არომატს რაც შეეხება, ის ივ სენ ლორანმა 1977 წელს წარმოადგინა. დიზაინერის აღმოსავლეთის მიმართ სიყვარული, ამ არომატში საუკეთესოდ იგრძნობა.
პროვოკაციული სახელწოდება ამ სუნამოსთვის ლორანმა თავად შეარჩია, მანამდე საფრანგეთში ასეთი მაღალი ალკოჰოლის შემცველი არომატი არ გამოუშვიათ. პარფიუმერებმა, ჟან-ლუი სიზეკმა და ჟან ამიკმა ამ არომატში ვნებიანი აღმოსავლური ღამე ასახეს. კომპზიცია ხილის ნოტებით იხსნება (ამბრა, მუსკუსი, დაფნა, მიხაკი, ვანილი, დარიჩინი, წიწაკა, მანდარინი, ფორთოხალი, ქლიავი, ატამი), შუაგულში თავმოყრილია ყვავილების თაიგული: ვარდი, ჟასმინი, ილანგ-ილანგი, ირისი – ეს საღამოსთვის განკუთვნილი არომატი იმდენად ძლიერია, რომ მეორე დილითაც იგრძნობთ.

7. Obsession, Calvin Klein – 1985 წელს შეიქმნა ჟან გიშარის მიერ. ის იხსნება მანდარინის, ბერგამოტის, ვარდის და ფორთოხლის ყვავილების ნოტებით, შუაგული მეტად არასტადარტული აქვს, საბაზო არომატებში ამბრა და ხავსი დომინირებს, ამ საოცარი სურნელის დავიწყება, უბრალოდ, შეუძლებელია. Obsession-ის პრეზენტაციაზე კელვინ კლაინმა განაცხადა: „ძველმოდური სუნამოს მიღება არ მსურდა, მინდოდა, რაღაც მგრნობიარე, ემოციური და პროვოკაციული შემექმნა, ისეთი, როგორადაც ნამდვილ ქალს ვხედავ!“

8. 212, Carolina Herrera – ეს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი არომატია, შეიქმნა 1997 წელს – 212 კაროლინა ერერას საყვარელი ქალაქის, ნიუ იორკის სატელეფონო კოდია.
თავად დიზაინერი ამ სუნამოს აღწერს როგორც პროვოკაციულს, ჯიშიანსა და მწველს. ის ყველაზე კეთილშობილი მცენარეებისგან შედგება. ესენია: სანდალი, მუსკუსი, მანდარინი, ბერგამოტი, აბრეშუმის ხე, კამელია, ატლასის ხე და ყვავილი სახელწოდებით „ღამის დედოფალი“. 212 ძალიან მგრძნობიარე და თითქმის ყველა გემოვნების დამაკმაყოფილებელი სუნამოა.

9. Magnetism, Escada – ეს არომატი 2003 წელს შეიქმნა, პარფიუმერი პიერ ბურდონი ირწმუნება, რომ Magnetism-ი მაგიური ძალის მფლობელია, რომელიც ქალს სიყვარულის პოვნაში ეხმარება. ეს არომატი სანდალის, ვანილის, მუსკუსის, ჟასმინის, ამბრის, ფრეზიის, ირისის, შავი მოცხარის, ბაზილიკის, ნუშისა და ქლიავის ნაზავით მიიღეს.

10. For Her, Narciso Rodriguez – ეს არომატი 2003 წელს შეიქმნა, დიზაინერის თქმით, ეს სუნამო მისი ქალებისადმი მიძღვნილი საჩუქარია.
პარფიუმის ძირითადი კომპოზიცია მგრძნობიარე ეგვიპტური მუსკუსია, თურმე, ნარცისო როდრიგესს ეს სუნამო პირველ სიყვარულს ახსენებს.
ასევე, არომატი შეიცავს ვანილის, მუსკუსის, ამბრის, ვეტივერის, ფორთოხლის ყვავილების, თაფლისა და ოსმანტუსის ნოტებს. ეს თავბრუდამხვევი კოქტეილი თავს მსოფლიოში ყველაზე სასურველ ქალად გაგრძნობინებთ!

წყარო:http://www.okmagazine.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები