“ყველაფერს აკეთებენ, რომ ბავშვს მაქსიმალურად დაეხმარონ” – მეწყერს შეწირული ოჯახის ნათესავი

გოგონას, რომელსაც ხელვაჩაურში მეწყრის შედეგად ოჯახის წევრები დაეღუპა, აჭარის მთავრობა ბინას გადასცემს. ამის შესახებ 14 წლის მოზარდის ბებია სოციალურ ქსელში წერს.

“აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან, ბატონი თორნიკესგან ჩვენმა ოჯახმა და ამ უდიდეს ტრაგედიას გადარჩენილმა პატარა გოგონამ სწავლის ხელშეწყობისთვის მიიღო ლეპტოპი,  ასევე, ფინანსური მხარდაჭერა. ყველაფერს აკეთებენ, რომ ბავშვს მაქსიმალურად დაეხმარონ ამ მძიმე პერიოდის დაძლევაში.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მთავრობის მხრიდან იგეგმება მხარდაჭერა და პატარა, დაობლებული გოგონას ბინით უზრუნველყოფა.
ამ ყველაფრისთვის უღრმესი მადლობა”.

კომენტარები

სხვა სიახლეები