„ყველას ჩვენი კარდაშიანი გვყავს”-როგორ აფასებენ ვაშალომიძის ფოტოსესიას

თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ის კიმ კარდაშიანის ცნობილი „ლუქის“ იმიტაციას აკეთებს. როგორც ცნობილია, კიმ კარდაშიანი Met Gala-ს ღონისძიებაზე ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ შექმნილი არაორდინარული სამოსით გამოჩნდა. თამო ვაშალომიძემ კი მსგავსი სამოსი მოირგო და ორიგინალური ფოტოსესია მოაწყო, რასაც სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა: „თეთრი ვაშალომიძე ჯობს შავ კარდაშიანს“, „ყველას ჩვენი კარდაშიანი გვყავს”, „ნუ ბაძავს სხვებს, რამე ახალი შექმენი“, „აბა რა, ვისზე ნაკლები ხარ?!“ – წერენ „ინსტაგრამზე“.

კომენტარები

სხვა სიახლეები