ღუდუშაურის კლინიკაში სამი ტყუპი დაიბადა (ვიდეო)

ღუდუშაურის კლინიკაში სამი ტყუპი დაიბადა. ვიდეოს სოციალურ ქსელ Facebook-ზე თავად კლინიკა ავრცელებს.
კლინიკის ინფორმაციით, ახალშობილები ნეონატალურ ცენტრში იზრდებიან და სულ მალე ბინაზე გაეწერებიან.
„გაიცანით ტყუპი – ანა, იოანა და ელენე ისინი ჩვენთან დაიბადნენ და იწონიდნენ 1,600, 1,700 და 1,900 გრამს. ჩვენს ნეონატალურ ცენტრში იზრდებიან და სულ მალე, ერთად წავლენ სახლში“, – ნათქვამია ღუდუშაურის კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები