“ღმერთს, როგორც ჩანს, არ სცალია… ” – დათო გორგილაძე

მწერალი და ტელეწამყვანი დათო გორგილაძე  ფეისბუქის პირად გვერდზე უკრაინაში გარდაცვლილი ბავშვების შესახებ წერს.
“ლოცვა არ ჭრის. სიტყვები “ვლოცულობთ უკრაინისთვის” დაემსგავსა სიტყვებს “გვერდითი მოვლენების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს”.

ღმერთს, როგორც ჩანს, არ სცალია. რომ ეცალოს, 18 თვის ბავშვი არ მოკვდებოდა რუსების ხელით.

არ დამიწყოთ ახლა ამქვეყნიურ განსაცდელსა და იმქვეყნიურ სასუფეველზე ლაპარაკი.

წადით და იმ ბავშვის მშობლებს უთხარით ეგ. და მერე დაითვალეთ, რამდენი კბილით ნაკლები გექნებათ”, –  წერს გორგილაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები