“ღმერთი არ გაპატიებს! მაინც დაისჯები!” – თამუნა მუსერიძე დედის ძებნას განაგრძობს

ჟურნალისტი, თამუნა მუსერიძე ბიოლოგიური დედის ძებნას   განაგრძობს.

„2 კვირის წინ ერთ ქალბატონთან დეენემის ანალიზი გავიკეთე. სამხარაულში ვიყავი. აბსოლუტურად ყველაფერი ემთხვეოდა. წელი, თვე, სამშობიარო. სხვა დეტალებიც ამოტივტივდა და, ამიტომ, თავდაჯერებულები მივედით სამხარაულში.

დღეს პასუხი მოვიდა. უარყოფითია. ჩემი მდგომარეობის დაწერასა და თავის შეცოდებას არავისთან ვაპირებ. უბრალოდ, ერთი იცოდე – თუ შენ რამე იცი ჩემ შესახებ და არ მეუბნები, ღმერთი არ გაპატიებს! ღმერთი თუ გაპატიებს, ეშმაკი არ გაპატიებს. შენ თუ არა, შენს შვილებს დაუბრუნდებათ! ამიტომ, სანამ დროა, მითხარი. მე მაინც ვიპოვი, შენ მაინც დაისჯები“, – წერს მუსერიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები