“ღვთაებრივი ნიშანი” – იტალიაში ანომალიური ნათება შენიშნეს, რომელსაც ქრისტეს ფორმა ჰქონდა

იტალიის ცაზე ანომალიური ნათება გამოჩნდა, რომელსაც ქრისტეს ფორმა ჰქონდა. მოვლენა ქალაქ აგროპოლოს მცხოვრებმა დააფიქსირა და “ფეისბუქში” გამოაქვეყნა.
იტალიელმა ალფრედო ლო ბრუტტომ ჰაერში უცნაური ნათება შეამჩნია. ფოტოზე ჩანს, რომ დაისის სხივები ღრუბლებში იჭრება და ქრისტეს ფორმის გამოსახულებას ქმნის.
“ეს, მართლაც, ქრისტეს ჰგავს, თავი, ხელები… მართლაც ლამაზი სანახაობა იყო”, – წერს ერთ-ერთი მამაკაცი კომენტარებში.
ბევრი მომხმარებელი იმასაც აღნიშნავდა, რომ ქრისტეს გამოსახულება რიო დე ჟანეიროში მყოფ ქანდაკებას წააგავდა.
ზოგიერთი იტალიური მედიის ინფორმაციით, იესოს გამოსახულება ბევრმა სასწაულად აღიქვა და ზოგი მომდევნო სასწაულსაც ელოდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები