ქეთი დევდარიანი უკმაყოფილო მაყურებელს პასუხობს – “ხუთი წლის შვილებსაც რატომღაც ღამის 12-ზე ღვიძავთ”

სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” სცენარისტი ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხარებლის წერილს აქვეყნებს, რომელმაც კომენტარი სერიალის ფეისბუქგვერდზე გააკეთა და პასუხობს: “სერიალში “არანორმირებულ ლექსიკასთან” დაკავშირებული თემის ამოსაწურად”.
“მოგი…თ სცენარი, მაგარი უზრდელები ხართ. რა არის ეს, რას ასმენინებთ ხალხს, საერთოდ დაკარგებთ შეგნება და ზრდილობა? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ოპააა… ელემენტარული ცენზურა გაქვთ 12 წლამდე და მაგასაც ვერ ხვდებით, რომ ეგ მაინც გაზარდოთ. მაგრად მევასებოდა თქვენი სერიალი, მაგრამ დღეის მერე მოგი…თ მენტალური შეგნება და ბაბულიკური ზრდილობა…” – წერს “ჩემი ცოლის დაქალების” გვერდზე “ფეისბუქის” ერთ-ერთი მომხმარებელი.
ქეთი დევდარიანმა სერიალში გინებით შეწუხებულ ადამიანებს უპასუხა:
“ძირითადად ასეთებს აწუხებთ ან დედებს, რომელთა ხუთი წლის შვილებსაც რატომღაც ღამის 12-ზე ღვიძავთ”, – წერს დევდარიანი.

კომენტარები

სხვა სიახლეები