ქეთა თოფურია – ” ცხოვრება ბუმერანგივითაა, უკან დაგიბრუნდებათ”

მომღერალი ქეთა თოფურია სოციალურ ქსელში აქტიურობით ყოველთვის გამოირჩევა, განსაკუთრებით აქტიურობდა, საქართველოში ყოფნის დროს, ქეთამ ინსტაგრამზე მიმართვაც გაავრცელა, უცნობია, ვის ეკუთვნის და რა მიზნით დაწერა მომღერალმა ეს სტატუსი, თუმცა მსგავსი მიმართვით ქეთა არასდროს გამოირჩეოდა:

“ზოგჯერ საკუთარი თავის მშურს, ეს არარეალური გრძნობაა და იგვეს გისურვებთ.
უბრალოდ, უნდა იმუშაოთ, იმუშაოთ და კიდევ იმუშაოთ საკუთარ თავზე. თქვენ არასოდეს არავის მოეწონებით, თუ თქვენი გაკეთებული საქმეები არ მოეწონებათ.
ისწავლეთ საკუთარი თავის სიყვარული და ყველას სიყვარული. უბრალოდ, გახსოვდეთ ცხოვრება ბუმერანგივითაა, უკან დაგიბრუნდებათ, ამიტომ გააკეთეთ ბევრი სიკეთე.
ყველა ადამიანში არის ღმერთი და თუ არ გვინდა შეურაცხვყოთ ღმერთი, მაშინ არ უნდა დავაზარალოთ სხვა ადამიანები.”- წერს ქეთა

კომენტარები

სხვა სიახლეები