ქეთა თოფურია დედა გახდა

პროდიუსერი ნატო დუმბაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მომღერალ ქეთა თოფურიაზე ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ქართველი მომღერალი დედა გახდა.

ქეთა თოფურია დედა გახდა!!! ბედნიერება და ულევი სიხარული!! მიყვარხართ!!!”, – წერს ნატო დუმბაძე.

შეგახსენებთ, რომ ორსულობის ბოლო პერიოდი ქეთამ ლოს ანჯელესში მეუღლესთან, ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან ერთად გაატარა.

რუსული პრესის ინფორმაციით, ქეთა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლინიკაში იმშობიარებს. ამ კლინიკის პაციენტები თავის დროზე იყვნენ მადონა, ბრიტნი სპირსი, კიმ კარდიშიანი. კლინიკაში მშობიარობა დაახლოებით 30 ათასი დოლარი ღირს.

 

წყარო: mtavari.info

კომენტარები

სხვა სიახლეები