ქეთა თოფურიამ მშობიარობის შემდეგ წონაში სწრაფი კლების საიდუმლო გაამხილა

რუსეთის ესტრადის ვარსკვლავი, ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია სოციალური ქსელის “ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე წონაში სწრაფი კლების საიდუმლოს ამხელს.

ქეთას თაყვანისმცემელები გაოგნებული არიან მისი იდეალური ფორმებით, მან ხომ სულ ცოტა ხნის წინ იმშობიარა, მაგრამ მის სხეულს მშობიარობის კვალი არც კი ამჩნევია.

ქეთა თოფურიამ “ინსტაგრამაზე” საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო ატვირთა, რის შემდეგაც სოციალური ქსელის მომხმარებლები დაინტერესდნენ მისი წონაში კლების საიდუმლოებით.

ყველას ინტერესი რომ დაეკმაყოფილებინა, ქეთამ გაამხილა დიეტა, რომლითაც შეძლო ფორმის დაბრუნება:

გოგონებო გადავწყვიტე დაგიწეროთ, ვინიდან ყველა მეკითხება და მწერენ, ასე სწრაფად როგორ ჩავდექი ფორმაში, გპასუხობთ: ამას მხოლოდ პირის დახურვის გზით მივაღწიე. მიუხედავად იმისა, რომ მე მაქვს ზედმეტი 5 კილოგრამი(ფოტოებზე არ ჩანს, რადგან მე ვიცი როგორ ვიპოზიორო), ახლა მე ჯერჯერობით ვეღარ ვხდები, როგორც ჩანს ორგანიზმს არ სურს მთელი წონის ერთიანად დაკარგვა, თუმცა ვზივარ დიეტაზე, ჩემი დიეტა კი ასეთია: ცილოვანი+ბოჭკოვანი და ბევრი წყალი ანუ სწორი კვება.

201507270934391513

კომენტარები

სხვა სიახლეები