ქეთა თოფურიამ და “გუფის” შვილებმა ერთმანეთი გაიცნეს

მომღერალმა ქეთა თოფურიამ და რეპერმა “გუფიმ” ურთიერთობა ახალ დონეზე გადაიყვანეს. რუსული მედიის ცნობით, შეყვარებულებმა ერთმანეთს შვილები გააცნეს. გუფის შვილი, რვა წლის სემი, დედასთან, აიზა ანოხინასა და მის ქმართან ერთად კუნძულ ბალიზე ცხოვრობს. ბიჭუნა ახლახანს ჩამოვიდა მოსკოვში და გუფიმ გადაწყვიტა მას თავისი ახალი რჩეული და მისი ქალიშვილი ოლივია გააცნოს.
„სამი წლის ოლივია შესანიშნავად შეეწყო სემს. ბავშვებს ბევრი საერთო ინტერესი აქვთ – უყვართ ბამბის ნაყინი და ატრაქციონებზე კატაობა. ქეთის და ლიოშას უხარიათ, რომ ბავშვებმა ერთმანეთს გაუგეს“, – ამბობს წყვილთან დაახლოებული ინკოგნიტო წყარო.
თავიდან თოფურია და გუფი აცხადებდნენ, რომ მხოლოდ მეგობრები არიან. ამა წლის ივლისში კი მათ ურთიერთობა გააოფიციალურეს. შეყვარებულები სხვადასხვა სოციალურ ქსელში ერთობლივ ფოტოებს აქვეყნებენ და ერთმანეთს სიყვარულს საჯაროდ უხსნიან.

კომენტარები

სხვა სიახლეები