ქართველმა ონკოლოგმა პაციენტი მისი სტატუსის წაკითხვის შემდეგ დააფინანსა – გულისამაჩუყებელი, თბილისური ისტორია

​ექიმმა ონკოქირურგმა, რომელმაც შემთხვევით წაიკითხა პაციენტის სტატუსი, საკუთარი სახსრებით დააფინანსა მისი საკმაოდ ძვირადღირებული გამოკვლევები! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ–ერთი ფეისბუქმომხმარებელი ნინო ჭიღიტაშვილი წერს.
როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, საუბარია ექიმ კახაბერ ბარამიძეზე, რომელიც კლინიკა „ჯანმრთელობის სახლში“ მუშაობს.
„ეს ბატონი კახაბერ ბარამიძეა! უძლიერესი ექიმი, უძლიერესი პიროვნება და უძლიერესი ადამიანი, ონკოლოგი, ონკოქირურგი, მამოლოგი,
მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
სამუშაო ადგილი: კლინიკა “ჯანმრთელობის სახლი”.
ეს ის ექიმია, რომელმაც დაავადების უკვე შორეულ, ღრმა სტადიაში მყოფს მომკიდა ხელი და ფეხზეც დამაყენა. ეს იყო პირველი სასწაული ჩემ ცხოვრებაში. დღეს კი მეორე სასწაული მოხდა:
ბატონმა კახამ სრულიად შემთხვევით წაიკითხა ჩემი სტატუსი, სადაც ვწერდი, რომ ვერ ვახერხებდი, უსახსრობის გამო, გამოკვლევების ჩატარებას და კლინიკაში მისულს საკუთარი სახსრებით გამიკეთა ყველა ის გამოკვლევა, რომელიც აუცილებელია ამ მზაკვარი დაავადების დინამიკის საკონტროლებლად.
შოკში ვარ, მაგრამ სასიამოვნო შოკში. ეს ხომ დიდი ბედნიერებაა, ასეთი ექიმები რომ არსებობენ.
სწორედ ასეთი ექიმები სჭირდება საქართველოს, სწორედ ასეთი ექიმები გვჭირდება ჩვენ-საქართველოს ხალხს,
სწორედ ასეთი ექიმები ქმნიან ეპოქებს!
წარმატებები ბატონ კახას!
კიდევ ბევრი პაციენტი გაეხარებინოს თავისი უბადლო პროფესიონალიზმით და ღრმა ჰუმანიზმით!“,– წერს ნინო ჭიღიტაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები