ქართველი ქალის ტრაგედია, რომელიც ქმრის იმპოტენციას მალავდა – “სიკვდილის მერე გავიგეთ, რომ ქალიშვილი იყო”

ქართველი ქალების მეოჯახეობასა და უანგარო სიყვარულზე ბევრი თქმულა და დაწერილა, მაგრამ ის, რაც ნინელი ბობოხიძემ გააკეთა, თითქმის დაუჯერებელი ისტორიაა. სამწუხაროდ, ნინელი 5 წელია გარდაიცვალა, მისი ისტორია მისმა დამ გვიამბო (მოქმედი პირების სახელები შეცვლილია):

– ნინელიმ და ზურამ ერთმანეთი სკოლაში გაიცნეს. მერვე კლასიდან გადმოვიდა, ზურა ნინელის კლასში და გაცნობის დღიდან ერთად იყვნენ. ყველას მოსწონდა მათი ურთიერთობა, ზურას დედის გარდა. თავიდან არავინ ვაქცევდით ზურას დედის რეაქციას ყურადღებას, რადგან ვამბობდით, დედისერთა ბიჭია და დედა ეგოისტურად იქცევა, რომ დაქორწინდებიან და ნინელის კარგად გაიცნობს, ასე აღარ გაგრძელდებაო.

– როცა დაქორწინდნენ, როგორ გარგძელდა ურთიერთობა?
– სკოლის დასრულებისთანავე დაქორწინდნენ. დედამთილი პირველი დღიდანვე უმწარებდა სიცოცხლეს. წარმოიდგინეთ, ქორწილზე, როცა მეფე-პატარაძალს ლოცავდნენ, ეს ქალი ტიროდა, რა უბედურია ჩემი შვილი, ეს რომ მოიყვანაო, მაგრამ ზურას და ნინელის ისე უყვარდათ ერთმანეთი, მხოლოდ ერთმანეთს ხედავდნენ. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ უმაღლესში არცერთმა ჩააბარა. ზურამ მალევე იშოვა სამსახური. ბიძამ გემზე დააწყებინა მუშაობა და წელიწადში 6 თვე ზღვაში იყო, ხოლო ნინელი დედამთილთან.

– თუ ასეთი დაძაბული ურთიერთობა ქონდათ, რატომ ჩერდებოდა?
– სხვაგან რომ წავიდე, ხალხი იტყვის ცუდი ურთიერთობა აქვთ და ზურას სახელი გაუფუჭდებაო. ამიტომ ითმენდა ყველაფერს. მამამთილი, როცა ზურა გაიცნო, უკვე გარდაცვილი ყავდა, მაგრამ როგორც ამბობენ, ძალიან კარგი კაცი ყოფილა. დედამთილი მაქსიმალურად ცდილობდა ნინელის გამწარებას; ის კი არა, ისეთი ჭორების გავრცელებასაც არ ერიდებოდა, რითაც ზურას სახელს უტეხდა. სამწუხაროდ, შვილი არ გაუჩნდათ და დედამთილი ჭორებს ავრცელებდა, მეათე კლასში ნინელი უცხო ბიჭისგან დაორსულდა, მერე აბორტი გაიკეთა და უშვილო დარჩაო.

– ზურას არ ქონდა ამ ყველაფერზე რეაქცია?

– რა თქმა უნდა ჰქონდა, მაგრამ ძალიან ძნელია, როდესაც 6 თვე წასული ხარ, რამე შეცვალო. ნინელის სულ თავს ევლებოდა. სხვა ასეთი მოსიყვარულე ადამიანი არც კი მინახავს. შვილის აყვანა არც უფიქრიათ. ნინელი არც აგრძნობინებდა ზურას თავის ტკივილს და დედამთილს ისე ექცეოდა, თითქოს მისგან შეურაცხყოფა არც ჰქონია მიყენებული. ძალიან ეკლესიური იყო და ამანაც განაპირობა მისი მომთმენი ხასიათი.

– როდის გაიგეთ, რომ უკურნებელი სენით იყო დაავადებული?
– ზურა ახალი წასული იყო. ნინელის გულის მხარე ჰქონდა ტკივილები და დიდი ხვეწნის მერე გამომყვა ექიმთან და აღმოჩნდა, რომ მკერდის კიბო ქონდა და თან ბოლო სტადია. მაშინვე დავურეკეთ ზურას და გზიდან მობრუნდა. ჩამოსვლიდან 2 დღეში გარდაიცვალა ნინელი. ძალიან დაუჩქარდა პროცესი. ზურას არ სჯეროდა, რომ მხოლოდ სიმსივნის ბრალი იყო და გაკვეთა მოითხოვა.

– და გაკვეთისას გაიგეთ, რომ ნინელი ისევ ქალიშვილი იყო?
– დიახ, გაკვეთას ჩვენ არ დაგვასწრეს, მაგრამ ექიმი რომ გამოვიდა გარეთ, იკითხა, ეს ხომ გათხოვილი იყოო, კი-მეთქი და შევატყვე, რომ ზურა შეცბა. მხოლოდ მე და ზურა ვიყავით იქ. გაოცებული ვარ, ქალიშვილი იყოო, გვითხრა ექიმმა და გავიდა. მერე გამომიტყდა ზურა, რომ თურმე იმპოტენტი ყოფილა და იმიტომ არ უჩნდებოდათ შვილი, ჩემი საცოდავი და კი ნამუსს არ ურცხვენდა, იმდენად უყვარდა თავის ქმარი. მეც

კი მატყუებდა, ხან რას მეტყოდა, ამის პრობლემა მაქვსო, და ხან რას.

– დედამთილმა გაიგო ეს ამბავი?
– კი გაიგო და ისევ ნინელის ლანძღვა დაიწყო. ცოცხალმა ხო გამიმწარა შვილი და ახლა მკვდარიც არ ასვენებსო. ზურა ისე გამწარდა, საცემრად გაიწია. დაკრძალვის მეორე დღეს წავიდა ზურა და 5 წელია აღარც მოუკითხავს დედამისი. ნინელის დედამთილი ახლახან ჩვენთან იყო მოსული, პატიება გვთხოვა და იქნებ უთხრათ ზურასაც, ჩამოვიდეს შენდობა მინდა ვუთხრაო. ზურა არ ვიცი რას იზამს, მაგრამ ჩემი და რომ ცოცხალი იყოს, დარწმუნებული ვარ ამასაც აპატიებდა.

წყარო: http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები