ქალმა მძღოლმა მანქანით სამ ბავშვს გადაუარა (ვიდეო +18)

სოციალურ ქსელებში შოკისმომგვრელი ვიდეო გავრცელდა, რომლებიც ჩინეთის ერთ-ერთ ავტოსადგომზე უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს. ვიდეოზე ჩანს გაჩერებული მანქანა, რომლის წინ, გზაზე სამი მცირეწლოვანი ბავშვი ზის და თამაშობს. მოულოდნელად მანქანამ მოძრაობა დაიწყო და ბავშვებს გადაუარა. ავტომობილი მხოლოდ მას შემდეგ გაჩერდა, რაც სამივე ბავშვი მანქანის ქვეშ აღმოჩნდა. მძღოლი ქალი აღმოჩნდა, ის პოლიციამ დააკავა. გაირკვა, რომ ინციდენტის დროს ის ტელეფონით „მესიჯობდა“ და ყურადღება იქით ჰქონდა გადატანილი. პოლიცია მშობლების ბრალეულობაზეც საუბრობს, რომლებმაც მცირეწლოვანი ბავშვები უყურადღებოდ მიატოვეს. სამივე ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, საბედნიეროდ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=YQVp0p1CJ-o&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები