ქალბატონი სალომე პირდაპირი სწორხაზოვანი ადამიანია – ასტროლოგი

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა სოცილაურ ქსელში საპრეზიდენტო კანდიდადტიის სალომე ზურაბიშვილის შესახებ წერს.

“აი სპორტული ინტერესი გამიჩნდა მენახა სალომე ზურაბიშვილის პირადი ჰოროსკოპი. ის მახსოვდა რომ თევზებია ზოდიაქოს ნიშნით, მაგრამ მისი სიხისტე პირად ჰოროსკოპში ვერძის ზოდიაქოს ნიშნის გავლენა უნდა იყოს მეთქი ვფიქრობდი და ასეც აღმოჩნდა. მერკური (აზროვნება, საუბრის მანერა) ვერძის ნიშანში აქვს, რაც იმას ნიშნავს რომ ასეთი ადამიანი საკმაოდ პირდაპირია კომუნიკაციისას. პლუს ამას მის ჰოროსკოპში მერკურის აქვს ასპექტი პლუტონთან და ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ადამიანს საკმაოდ მწარე ენა ექნება და სიტყვისთვის “ჯიბეში არ ჩაიყოფს ხელს” ყველაფერს კი აგვირგვინებს მთვარის ნიშანი მშვილდოსანში. რაც იმას ნიშნავს რომ ქალბატონი სალომე ისევ და ისევ ძალიან პირდაპირი და სწორხაზოვანი ადამიანია. მშვილდოსნების პირდაპირობის და ზოგჯერ უტაქტობის შესახებ მგონი ყველას მოეხსენება. (პ.ს ვგიჟდები მშვილდოსნებზე უბრალოდ დიპლომატია ეს ის თვისებაა, რომელიც ბევრ მათგანს რბილად რომ ვთქვათ ხშირად აკლია) რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის შანსებს საპრეზიდენტო არჩევნებში, გამიჭირდება ზუსტი პროგნოზის გაკეთება რაკი მისი ზუსტი დაბადების საათი არ ვიცი, მაგრამ ვთვლი რომ ამ ადამიანისთვის უფრო საერთაშორისო პოლიტიკური სარბიელია მისაღები. ისე კი შემოდგომიდან წესით და რიგით მისთვის კარგი პერიოდი უნდა დაიწყოს ზოგადად ცხოვრებაში”, – ასტროლოგი.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები