ქალაქები, სადაც ცხოვრებისთვისაც ფულს გიხდიან

ალბათ რთული წარმოსადგენია, რომ მსოფლიოში არსებობენ ქალაქები, რომლებში ცხოვრების შემთხვევაში გარკვეულ თანხას გადაგიხდიან. სინამდვილეში ასეთი რამდენიმე ქალაქი ნამდვილად არსებობს.
დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ – ამ ქალაქს დასავლეთ პარიზს ეძახდნენ და ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, თუმცა მე-20 საუკუნეში ეს სტატუსი დაკარგა. ქალაქის მნიშვნელობის აღსადგენად მთავრობამ მოიფიქრა საინტერესო გეგმა, ისინი იწვევენ პროფესიონალებს, რათა სამუშაოდ და საცხოვრებლად ჩავიდნენ დეტროიტში და ამ შემთხვევაში ისინი 2,5 ათას დოლარს საჩუქრად მიიღებენ. შტატი ალასკა, აშშ – ცივი კლიმატის გამო ეს ადგილი ადგილობრივებისგან ნელ-ნელა იცლება, მაგრამ თუ თქვენ გიყვართ თოვლი და არ გაწუხებთ დაბალი ტემპერატურა ადგილობრივი მთავრობის შეთავაზება საინტერესო იქნება. ადამიანი, რომელიც აქ მინიმუმ ერთი წელიწადი სტაბილურად იცხოვრებს გარკვეულ თანხას მიიღებს. სასკაჩევანის პროვინცია, კანადა – ეს ქალაქი საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს ახალ კურსდამთავრებულებს, რომლებსაც კარიერის აწყობა სურთ. თუ ადგილობრივ ხელისუფლებასთან გააფორმებთ ხელშეკრულებას, რომ აქ 7 წელი იცხოვებთ თქვენ 20 ათას დოლარს მიიღებთ საჩუქრად. ნიაგარას ჩანჩქერი, ნიუ-იორკი, აშშ – კიდევ ერთი დაუჯერებელი შემოთავაზება ამ ულამაზეს ადგილას სამუშაოდ ჩასვლაა. მთავრობა 7 ათას დოლარს სთავაზობს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩანჩქერის მომსახურე ობიექტებში მინიმუმ 2 წელი იმუშავებენ. პონგა, ასტურია, ესპანეთი – ეს ერთ-ერთი უძველესი სოფელია ქვეყნის ტერიტორიაზე. წყვილს, რომელიც იქ საცხოვრებლად ჩავა მთავრობა 3 ათას ევროს სთავაზობს, ყოველი ბავშვის დაბადებისას კი დამატებით კიდევ 3 ათას ევროს. უტრეხტი, ნიდერლანდები – ჰოლანდია თავისი ექსპერიმენტებით ცნობილია, ამჯერად მთავრობამ კიდევ ერთი ექსპერიმენტი მოიფიქრა, უტრეხტის თითოეული მკვიდრი 1000 დოლარს მიიღებს, საინტერესოა როგორ გამოიყენებენ ისინი ამ თანხას. კერტისი, ნებრასკა, აშშ – ეს პატარა ქალაქი თქვენ საჩუქრად გადმოგცემთ მიწის ნაკვეთს სახლის ასაშენებლად თუ მთავრობას საინტერესო იდეას შესთავაზებთ ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები