“ფოტო არმინესთან, ინტერვიუ არმინესთან… ცოტა წარმატებული მოდელები გვყავს?” – უკმაყოფილო ქართველი დიზაინერის პოსტი

“რატომ იღებთ ფოტოს მხოლოდ უცხოელ მოდელებთან ნაკლებად წარმატებული მოდელები გვყავს?”, – ამის შესახებ ქართველი დიზაინერი, გიორგი ქებურია სოციალურ ქსელში წერს.

“რა მაგარი ნაბიჯი იყო არმინეს ჩამოყვანა, რომ გავიგე ვაუ -თქო გავიფიქრე, ბოდიშიც გამოგვივიდა ბრენდ Dalood- ის ხარჯზე, მაგრამ ტრეფიკი რო მოუწყვეთ ფოტო არმინესთან, ინტერვიუ არმინესთან, ყველა არმინესთან რა უაზრობაა არა? კიდევ ერთი მოდელი იყო შავკანიანი სახელი არ მახსოვს(რა მნიშვნელობა აქვს რა ფერი ან რამდენი ფოლოვერი ყავდა)ანუ რატო იღებთ ფოტოს მაგ ხალხთან ნაკლებად წარმატებული მოდელები გვყავს? გვერდით რო სადმე ლიკა რიგვავას ხედავ, ან ანი გავას ან თათია ახალაიას, ეგენი არ ყოფილან გუჩიზე? ცოტა მეტი პატივი არ უნდა ვცეთ ამ ხალხს? გგონიათ ნაკლები გამოიარეს საქართველოს სახელით რო ასპარეზობენ ამ დამპალ სფეროში? თათია ახალაიამ რო Issey Miyake გახსნა 3 კვირის წინ არ ეკუთვნის მეტი ყურადღება?ლიკა რიგვავა რო გუჩის საიტზეა გამოჭიმული და 2 სეზონს ზედიზედ აკეთებს თავის ქემფეინებით არ გინახავთ?ანი გავა რო გუჩიზე იყო და ბალენსიაგაზე ორჯერ მარჯიელა რო დახურა არაა საკმარისი? მეტი რა გააკეთონ”, – წერს ქებურია.

კომენტარები

სხვა სიახლეები