„ფიორენტინას“ კაპიტანი დავიდე ასტორი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიური საფეხბურთო კლუბის „ფიორენტინას“ 31 წლის კაპიტანი დავიდე ასტორი, სასტუმროში გარდაცვლილი აღმოაჩინეს.
ინფორმაციას „CNN” ავრცელებს.
ახალგაზრდა კაპიტნის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
მომხდარი ტრაგედიის გამო, იტალიაში სერია A-ს 27-ე ტურის ყველა მატჩი გადაიდო.
დავიდე ასტორი „მილანის“ აღზრდილი ფეხბურთელი იყო, 2008 წლიდან მან საფეხბურთო კარიერა „კალიარში“ დაიწყო, სადაც 2016 წლამდე თამაშობდა, შემდეგ კი კლუბ „ფიორენტინას“ კაპიტანი გახდა, ამასთან, ის 1 წლის განმავლობაში „რომას“ ღირსებასაც იცავდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები