“ფეისბუქი” მარტოხელა წყვილებისთვის ახალ ფუნქციას ამატებს

“ფეისბუქის” დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა გასულ კვირას ახალი სიახლე დააანონსა. უახლოეს მომავალში პოპულარულ ქსელს, “ფეისბუქს” გაცნობის სერვისიც დაემატება, რომლის დახმარებითაც მარტოხელა წყვილები ერთმანეთის გაცნობას მოახერხებენ.
მარკ ცუკერბერგმა აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა განმარტა და აღნიშნა, რომ ამ ფუნქციის დამატების აუცილებლობა იმან გამოიწვია, რომ “ფეისბუქზე” ბევრი მომხმარებელი თავს მარტოხელად ნიშნავს.
Facebook-ში იმედოვნებენ, რომ ახალი ფუნქცია მომხმარებელს ქსელში უფრო დიდხანს დააყოვნებს, რაც კონკურენტებისთვის სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები