უხუცესი კატა თბილისში – გაიცანით 23 წლის ფიგარო (ფოტოები)

ბექა ხარებაშვილი ფეისბუქის ერთ-ერთ ჯგუფში თავისი უხუცესი ფისოს ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც 23 წლისაა. მისი თქმით, ფიგარო ასაკის მიუხედავად თავს კარგად გრძნობს:

“მოკლედ.. გუშინდელ ჩემს მიერ დადებულ პოსტში ადამიანებს კითხვები გაუჩნდათ ხოდა.. კიი 23 წლისაა. არაფერი განსაკუთრებული მოვლა ფიგაროს არ ჰქონია. ჭამდა ყველაფერს პატარა კომბაინი, წისქვილი იყო, მერე და მერე მხოლოდ კორმზე და ქათმის მოხარშულ ხორცებზე გადავიდა.

არ აქვს არანაირი აცრა ჩატარებული და არც კასტრაცია არ აქვს გაკეთებული (ეს იმას არ ნიშნავს რომ კასტრაცია და სტერილიზაცია ცუდია) უბრალოდ მაშინ სხვა დრო იყო და… შევარდნაძის დროინდელია ეს ბიჭი. არც რაიმე საბუთი გაგვაჩნია დამამტკიცებელი რომ ნამდვილად 23 წლისაა. არც გვაინტერესებს საბუთი და პირადობის მოწმობები..არ ვუმიზნებთ გინესის რეკორდებს. ვცხოვრობთ ჩვენთვის ძმაკაცურად და კრუტუნში. აქვე დიიდ მადლობას გეტყვით ყველას თბილი სიტყვებისთვის და კეთილი სურვილებისთვის. აუცილებლად დავგეგმავთ ერთ დღეს შეხვედრის დღედ გამოვაცხადებთ და ვისაც სურვილი ექნება მობრძანდით და გაიცანით პირადად. ზედმეტად ნუ “გააბლატავებთ” ერთად უნდა გავაგრძელოთ მერე ცხოვრება მე და ამ ვაჟბატონმა ხოდა არ მინდა კიდევ უფრო ზევიდან მიყუროს. ფიგარო ამ პოსტის წერის დროს იდეაც დამებადა. პატარა ყულაბა მოვიტანოთ და ფიგაროსთან სურათის გადაღება სიმბოლურ 1 ლარად დავაფასოთ. ხოდა რაც შეგროვდება გადაეცეს მთლიანად ს.ფ.კ. თავშესაფარს. (ნუ ეხლა ვისაც 1 ლარი თან არ ექნება სურათის გადაღებაზე უარს კიარ ვეტყვით).”- წერს ბექა ხარებაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები