უმა თურმანი ჰარვი ვაინშტაინს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს

ამერიკელი მსახიობი და ფოტო მოდელი უმა თურმანი, სექსუალური შევიწროების ბრალდებით, ჰოლივუდის გავლენიან პროდიუსერს ჰარვი ვაინშტაინს ადანაშაულებს.
ჰოლივუდის ვარსკვლავმა უმა თურმანმა „The New York Times“-თან საუბრისას, ჰარვი ვაინშტაინს წინააღმდეგ, სექსუალური შევიწროების რამდენიმე ფაქტი დეტალურად აღწერა და განაცხადა, რომ ის ვაინშტინის მსხვერპლია.
უმა თურმანის განცხადებით, მან ვაინშტაინი და მისი მეუღლე კვენტინ ტარანტინოს ფილმ „მაკულატურას“ გადაღების დროს გაიცნოო, როგორც მსახიობი აღნიშნავს ჰოლივუდის პროდიუსერი „რამდენიმე საათის განმავლობაში მატერიალურ საკითხზე მესაუბრებოდა და კომპლიმენტებს მეუბნებოდა“.
მსახიობის განცხადებით, ჰარვი ვაინშტაინს არასასურველი შემოთავაზება ჰქონდა, „ სასტუმრო ოთახში ვიყავით, როდესაც ხელით შემეხო და უსიამოვნო ქმედებებს აკეთებდა, ცდილობდა შემხებოდა, მოგვიანებით მე ინციდენტის გამო ვაინშტაინთან კონფლიქტი მომივიდა, თუმცა ის დამემუქრა, რომ ჩემს კარიერას დაასრულებდა“.
ჰოლივუდის პროდიუსერი მსახიობის მიერ გამოთქმულ ბრალდებას გამოხმაურა და მსახიობთან ფიზიკური კონტაქტი უარყო,ამასთანავე აღნიშნა, რომ მისი ბრალდებებით „ შეწუხებული და გაოცებულია“.
„BBC“-ის ინფორმაციით, უმა თურმანი 16 წლის ასაკშიც გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, როდესაც ერთ-ერთ პროდიუსერს მანჰეტენზე მდებარე ღამის კლუბში შეხვდა.
მსახიობის განცხადებით, 16 წლის ასაკში როდესაც ის კარიერას იწყებდა, სექსუალურად იძალადეს, „ მე ვეუბნებოდი არას, ვყვიროდი, ვცდილობდი კარი გამეღო, გავქცეოდი, თუმცა ის ამბობდა რომ კარი დაკეტილია და ვერსად წავიდოდი“.

კომენტარები

სხვა სიახლეები