უკრაინელი ფეხბურთელი: დიახ, კანდელაკთან სექსი მქონდა! – “თინა მაგარი ქალია”

უკრაინელმა ფეხბურთელმა, არტიომ მილევსკიმ КраСава-სთან ინტერვიუში აღიარა, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველ ჟურნალისტთან, თინა კანდელაკთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა.
“ახალგაზრდობაში ბევრთან ვყოფილვარ. მაინცდამაინც გაინტერესებთ, იყო თუ არა მათ შორის თინა კანდელაკი? დიახ, იყო, ოღონდ ადრე. კიევში “ყველაზე ჭკვიანის” გადაღებებზე ჩამოვიდა. როგორც მომიყვნენ, დაქალებთან ერთად მჯდარა რესტორანში და უკითხავს, ვინ არის ახლა ყველაზე მოდური ფეხბურთელიო და ტელეფონის ნომერი მოუთხოვია…
სიმართლე გითხრათ, მე ადრე მხოლოდ მსმენოდა, რომ არსებობდა ასეთი ქალი – თინა კანდელაკი, მეტი არაფერი. არც კი ვიცოდი, როგორ გამოიყურებოდა… და უცებ ზარი უცნობი ნომრიდან: “გამარჯობა, მე თინა კანდელაკი ვარ”. ვპასუხობ: “და მერა რა?”… ერთი სიტყვით, არ გამოვიდა საუბარი…
მაგრამ მერე მივწერეთ ერთმანეთს, რამდენჯერმე შევხვდით კიდეც… მაგარი ქალია თინა! მოკითხვას გადავცემ”, – აღნიშნა პოპულარულმა ფეხბურთელმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები