“უარი ვთქვათ ფულის დაბრუნებაზე და ამ ფულით დავეხმაროთ იმ ექიმებს, ექთნებს და ადამიანებს ვინც ვირუსს ებრძვის

 

უკვე მესამე თვეა მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის. ვირუსი, რომელსაც უამრავი მსხვერპლი მოჰყვა საქართველოშიც ებრძვიან, ქვეყანაში დაინფიცირებულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა, ხოლო გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, ასევე ის ფაქტი რომ ქვეყანა საკმოდ მობილიზებული შეხვდა ვირუსს, დროულად ჩაკეტილმა საზღვრებმა და ჯანდაცვის სწრაფმა რეაგირებამ ვირუსის გავრცელების შანსი მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა 33 ადამიანი დაინფიცირდა. ქვეყანაში დიდი ხანია შექმნილია საკარანტინო ზონები, უამრავმა ბიზნესმენმა და უბრალო მოქალაქემ დაიწყო ფიქრი იმაზე თუ რით დაეხმარონ იმ ადამიანებს ვინც კარანტინში იმყოფება ან შეჭირვებული ოჯახებიდან არიან.

ერთ-ერთი ასეთი ზურაბ მეძველიაა, მისი თქმით საქართველო ბელარუსის მატჩი, რომელიც 26 მარტს არის დაგეგმილი კორონავირუსის გამო არ ჩატარდება, ხოლო ბილეთები უკვე გაყიდულია.
მეძველია გამოდის ინიციატივით, რომ ბილეთების თანხა (თუ რა თქმა უნდა მატჩი ჩაიშალა) გადაეცეთ იმ ექთნებს, ექიმებს და უბრალო ადამიანებს, რომლებიც ვირუსის დამარცხებაში იღებს მონაწილეობას.

“ორი 25-ლარიანი ბილეთი მაქვს ნაყიდი. დიდი ალბათობით შედგება ეს მატჩი, ოღონდ უმაყურებლოდ. თუ ეს მართლა ასე მოხდა, ცხადია, ფეხბურთის ფედერაცია ვალდებულია დაგვიბრუნოს ბილეთებში გადახდილი თანხა…
ჰოდა, ასეთი რამ რომ გავაკეთოთ – უარი ვთქვათ ფულის დაბრუნებაზე, უბრალოდ სამახსოვროდ დავიტოვოთ ეს ბილეთები (შვილიშვილებს ვაჩვენებთ და მოვუყვებით ამ მატჩის და კორონას ამბავს 🙂 ), ხოლო რაც ფედერაციას ჩვენთვის უნდა მოეცა, რამე ანგარიში გაიხსნას იმ ხალხისთვის – ექიმებისთვის, ექთნებისთვის, ამ დედანატირებ ვირუსთან მებრძოლი სხვა ადამიანებისთვის, ვისაც ალბათ იგივე ხელფასზე ათმაგად მუშაობა უწევთ – და იქ ჩარიცხოს ეს თანხა.
ცოტა არ იქნება – 55 ათასი ბილეთი იყო გაყიდული”,- წერს მეძველია.

კომენტარები

სხვა სიახლეები