ტყეში დაკარგული 3 წლის ბიჭი დათვმა გადაარჩინა

3 წლის კეისი ჰეთუეი სახლში მას მერე დაბრუნდა, რაც ორი დღე ტყეში, ყინვაში გაატარა. შემთხვევა აშშ-ს შტატ ჩრდილოეთ კაროლინაში მოხდა.
იმ დღეს, ბიჭუნა ბებიის სახლის ეზოში ბავშვებთან ერთად თამაშობდა. რაღაც მიზეზების გამო, ის უკან, სახლში აღარ დაბრუნებულა. როგორც კი კეისის გაუჩინარება შეამჩნიეს, მისი ძებნა ვერტმფრენებით, დრონებით, ძაღლებით და მოხალისეებით დაიწყეს, რადგან ბავშვს ძალიან თხლად ეცვა და არსებულ ცივ ტემპერატურას ვერ გაუძლებდა.
ორი დღის შემდეგ, ბიჭი ეკლიან ბუჩქებში იპოვეს – ის გაყინული და სველი იყო, მაგრამ ცოცხალი. იმისათვის, რომ იმ ადგილამდე მიეღწიათ, სადაც ბავშვი იყო, მაშველებს წელამდე გაყინულ წყალში გავლა მოუწიათ, კეისის სიმაღლე კი ნახევარ მეტრს არ აღემატება.
სახლში დაბრუნების შემდეგ, კეისიმ მოყვა, რომ ტყეში მას დათვი დაეხმარა, რომელთანაც დამეგობრდა. ამ ადგილებში მართლაც ბინადრობენ დათვები, მაგრამ იმის გარკვევა, ბიჭი სიმართლეს ამბობს თუ არა, შეუძლებელია. თუმცა, კეისის ვერსია მომხდარის შესახებ, მისმა დეიდამ დაიჯერა.
„ღმერთმა მას მეგობარი გამოუგზავნა, რომელმაც მას მოუარა. ღმერთი მოწყალეა. სასწაულები ხდება!“-ამბობს ბიჭის დეიდა, ბრეანა ჰეთუეი.

კომენტარები

სხვა სიახლეები