ტუნისში, ცხოველთა სილამაზის სალონი გაიხსნა

ვარცხნილობა, ტანსაცმლის შერჩევა და აქსესუარები: ტუნისში, შინაური ცხოველებისთვის სილამაზის სალონი გაიხსნა. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება. სალონის მფლობელებს ეს იდეა ევროპაში მოგზაურობისას გაუჩნდათ. სალონი უკვე ორი კვირაა, მუშაობს. „ჩვენ სასურველ დროს მივდივართ სალონში, სადაც გვეუბნებიან, რა სჭირდებათ ჩვენს ცხოველებს. გარდა ამისა, პროფესიონალები რჩევებს გვაძლევენ”, – ამბობს ერთ-ერთი კლიენტი. იქ მისულ ცხოველებს აბანავებენ, ბეწვსა და ფრჩხილებს უსუფთავებენ; შემდგომ კი, პატრონის სურვილის შესაბამისად, სხვადასხვა პროცედურას უტარებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები