ტორესა მოსის ,,პოსტი”, სადაც იგი ოპოზიციას აუგად მოიხსენიებდა, “ფეისბუქიდან” გაქრა

„ამხელა ჩოილარები ვერ თანხმდებით ქეციან მაჟორიტარულ ადგილებზე და ყოველდღიურად ფარჩაკდებით პირადად ჩემს თვალში”, – ამის შესახებ მუსიკოსი, სცენარისტი და სამოქალაქო აქტივისტი, ლიტერატურული პრემია “საბას” ლაურეატი, ტორესა მოსი სოციალურ ქსელში წერს.

ტორესა მოსი ფიქრობს, რომ თუ ოპოზიცია მაჟორიტარებზე ვერ დასწევს ამბიციებს და ვერ დალაგდება, მერე ვერც ქვეყანას დაალაგებს.

“ერთ მხარეს ხელისუფლება გვეპრანჭება, რომ კრიზისი კარგად მართა, ახლა მუშაობს ტურიზმის გახსნაზე, ლარი აღარ გარბის (რის ფასად, ცალკე ამბავია, მაგრამ მაინც), სამი მილიარდი მოიზიდა. მოკლედ, კუნთებს ათამაშებს და ესაა მისი დღის წესრიგი. მეორე მხარეს ხართ თქვენ და ამხელა ჩოილარები ვერ თანხმდებით ქეციან მაჟორიტარულ ადგილებზე და ყოველდღიურად ფარჩაკდებით პირადად ჩემს თვალში. თქვენ თუ მაჟორიტარებზე ვერ დაწიეთ ამბიციები და ვერ დალაგდით, ჩემს ფეხებს დაალაგებთ მერე ქვეყანას. რისი შემთანხმებლები ხართ ამ ფონზე, მართლა საკითხავია. მართლა რომ მოიგოთ არჩევნები, თქვენ მერე მინისტრის პორტფელებზე, ალბათ, სამოქალაქო ომს მოაწყობთ. ასე გამოიყურებით ახლა, „იმენა” ფარჩაკები ხართ, ჯერჯერობით. თქვენ შეიძლება, პროცესში ხართ, ამას ვერ გრძნობთ და ვერ ხედავთ, მაგრამ ჩვეულებრივი დასაცინები ხართ და დაგცინით კიდეც ყველა გარშემო (“ქოცებს” არ ვგულისხმობ). ჯერ კიდევ ცოცხალი დათვის ტყავის გაყოფაზე ხოცავთ ერთმანეთს და ეგ ხომ იცით, როგორ მთავრდება, დათვი იმარჯვებს ბოლოს”, – წერს ტორესა მოსი.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები