ტირამისუ

 ინგრედიენტები:
კვერცხი – 4 ცალი,
შაქარი – 100 გრ,
მასკარპონე – 500 გრ,
ორცხობილა ,,ქალის თითები“ – 250 გრ,
ყავა – 350 მლ,
კაკაო, ლიქიორი – 2-3 სადილის კოვზი.
მომზადების წესი: კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. კვერცხის გული და შაქარი ერთად ავთქვიფოთ. შემდეგ მასკარპონე დავუმატოთ და კოვზით ავურიოთ. ცალკე თასში კვერცხის ცილა მიქსერით ავთქვიფოთ და კვერცხის გულისა და მასკარპონეს მასა შევურიოთ. ყავა ცხელ წყალში გავხსნათ, გავაცივოთ და ლიქიორი დავუმატოთ. შემდეგ მასში ორცხობილა ამოვავლოთ. ორცხობილა ფორმაში მოვათავსოთ და ზემოდან კრემის ნაწილი წავუსვათ. კრემის ზემოდან დარჩენილი ორცხობილა დავალაგოთ და ისევ კრემი წავუსვათ და მაცივარში 5-6 საათით მოვათავსოთ. ბოლოს კაკაო მოვაყაროთ და ნაჭრებად დავჭრათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები