სცემდა თუ არა “მეფე” “დედოფალს” – ანა ბაგრატიონი დუმილს არღვევს

საქართველოს სამეფო ოჯახში სკანდალი გრძელდება. რეგალიებისა და ტიტულების გარკვევის შემდეგ, ჯერი ოჯახური ძალადობის დადგენამდე მივიდა. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატების თქმით, მეფე დავით ბაგრატიონ-მუხრანელი, ცოლქმრობის პერიოდში, მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა. როგორც ანა ბაგრატიონის ადვოკატი ამბობს, ფაქტის დამადასტურებელი სამხილები არსებობს. შსს-ს თბილისის მთავარ სამმართველოში დღეს, 1-ელ საათზე, ანა ბაგრატიონს გამოკითხვაზე ელოდებიან. “დედოფალმა” უნდა ისაუბროს, ნამდვილად ძალადობდა თუ არა მასზე “მეფე”. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა,”მეფის” ადვოკატი ძალადობის ფაქტს უარყოფს.

კომენტარები

სხვა სიახლეები