სტოუნჰენჯს 60 წლის წინ დაკარგული ფრაგმენტი დაუბრუნდა

BBC ავრცელებს ინფორმაციას, რომ სტოუნჰენჯს 60 წლის წინ დაკარგული ფრაგმენტი დაუბრუნდა.
ფრაგმენტი 60 წლის წინ არქეოლოგიური სამუშაოების შესრულების დროს დაიკარგა.
არქეოლოგებმა ერთ მეტრამდე სიგრძის ქვა 1958 წელს, არქეოლოგიური სამუშაოების დროს მოხსნეს. აქამდე მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო. ფრაგმენტი 89 წლის ინგლისელმა რობერტ ფილიპსმა დააბრუნა.

კომენტარები

სხვა სიახლეები